სანქციები რუსი და ბელარუსი სპორტსმენების წინააღმდეგ

15 მარტი 2022, 09:44 567 ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპული ძიუდოს ფედერაციების გადაწყვეტილებით, რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები, ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან მოიკვეთნენ. ინფორმაცია ოფიციალურად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა.

რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები მოიკვეთნენ როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპული შეჯიბრებებიდან. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს რუსებს მსოფლიო ჩემპიონი იაგო აბულაძე ჰყავდათ.

ასევე, ევროპის ჩემპიონი გახდა ინალ ტასოევი. გასულ წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე, რუსეთის ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა, სამივე ბრინჯაოს სინჯის. საერთაშორისო ფედერაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში მიღებისთანავე შევიდა.

რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ასევე მოიკვეთნენ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციიდანაც. ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვერც-ერთ სანაკრებო ტურნირში. რუსეთის ნაკრებს კი დევისის თასზე სერბეთის ნაკრები ჩაანაცვლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი