ჟურნალისტი, რომელიც "ვრემიას" ეთერში საპროტესტო ბანერით გამოჩნდა, დააკავეს

15 მარტი 2022, 00:21 2250 ნახვა

"ვრემიას" რედაქტორი, რომელიც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა, დააკავეს, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება "ვრემიას" პირდაპირი ტრანსლაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ეთერში ბანერი წარწერით: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“.

მედიის ცნობით, ქალმა, რომელმაც ასეთი სახის პროტესტი გაბედა არხის რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვაა. 

ხმაურიანი პროტესტის გამოხატვამდე კი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სამწუხაროდ კრემლის პროპაგანდას აშუქებდა რის გამოც ძალიან რცხვენია.

"სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ვმუშაობდი პირველ არხზე, ვეწეოდი კრემლის პროპაგანდას, რის გამოც ძალიან მრცხვენია", - ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ოვსიანნიკოვა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მის უფლებებს ადვოკატი იცავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი