ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას

14 მარტი 2022, 14:03 1016 ნახვა

ბათუმიდან უკრაინაში 25 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება  გაიგზავნა. ნივთები თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით უნდა მოხდეს უკრაინაში, კერძოდ კი ოდესაში. 

ჰუმანიტარულ პუნქტებში ქართველები, პოლონელები და უკრაინელები 24 საათის განმავლობაში იღებენ ნივთებს და გასაგზავნად  ახარისხებენ.

როგორც ამბობენ, თუკი ისინი აქამდე არამალფუჭებად პროდუქტებს  იტოვებდნენ, ახლა  აცხადებენ, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია  მედიკამენტებთან ერთად,  ხილი და ბოსტნეული მიიტანონ.

ამას ისინი იმით ხსნიან, რომ ძალიან ბევრი დევნილია უკვე ბათუმში უკრაინიდან და ისინი  ადგილზე ეხმარებიან მათ, როგორც საკვებით, ასევე საცხოვრებელი ფართით. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი