საქართველოში კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

14 მარტი 2022, 10:54 811 ნახვა

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 944 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 234 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 824 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.34% ხოლო 7 დღის მანძილზე - 12.36%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 14, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 551 საიდანაც, 1 461 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 659, აჭარაში - 102, იმერეთში - 283. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 393 პირი, მათ შორის, თბილისში - 184, აჭარაში - 54, იმერეთში - 72.

29 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი