პრეზიდენტი ხვალ პარლამენტის ტრიბუნიდან ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს

13 მარტი 2022, 15:19 1233 ნახვა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებსა და ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს.

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის  საკითხებზე მოხსენებით გამოვა, 12:00 საათზე დაიწყება.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ. სულ შვიდი გამომსვლელი იქნება, რომელთა სიტყვით მიმართვისთვის 10-10 წუთი განისაზღვრა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.

ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.პრეზიდენტის გამოსვლის დღეს პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი