„უკრაინის დედაქალაქი თითქმის დაცლილია, 15 წუთში ერთხელ ისმის აფეთქების ხმა“ - ვითარება კიევში

12 მარტი 2022, 20:26 1653 ნახვა

ჟურნალისტი იური შენგელია სპეციალურად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „მთავარს“ კიევიდან ერთვება.

მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქი თითქმის დაცლილია. დაკეტილია თითქმის ყველა დიდი სუპერმარკეტი. პატარა მაღაზიები, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონერებენ, ერთგვარ სტრატეგიულ ობიექტებად არის გადაქცეული, სადაც დარჩენილ მოსახლეობას თავის გადარჩენა შეუძლია.

თავშესაფრებად იქცა მეტროსადგურებიც.

ჟურნალისტის თქმით, კიევში საკმაოდ რთული ვითარებაა - დაახლოებით 15 წუთში ერთხელ ისმის აფეთქების ხმა და დღეში 4-ჯერ მაინც ირთვება გამაფრთხილებელი სიგნალიზაციის ხმა, რომელიც მოსახლეობას შესაძლო საჰაერო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს.

„კიევი და მისი შემოგარენი გადაქცეულია ერთ დიდ საერთო ფრონტად“ - აცხადებს იური შენგელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი