უკრაინის მხარდასაჭერად ევროპარლამენტარები ლვოვში ჩაფრინდნენ

12 მარტი 2022, 15:22 1125 ნახვა

ევროპარლამენტარები უკრაინის მხარდასაჭერად ლვოვში ჩაფრინდნენ და  მარიუპოლის მოსახლეობისთვის ვიდეომიმართვაც ჩაწერეს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული საოკუპაციო ძალები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მარიუპოლს განუწყვეტლივ ბომბავენ. რამდენიმე დღის წინ დაიბომბა სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო.

ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია, მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება, რადგან ე.წ. მწვანე დერეფნებს რუსები ესვრიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი