ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერაში ჩვენი წვლილი კიდევ 500 მილიონი ევროთი გავზარდოთ. მე ეს ინიციატივა გუშინ ლიდერებს შევთავაზე. ყველა (ევროპელი ლიდერი) აბსოლუტურად აცნობიერებს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა“, – აღნიშნა ბორელმა.
მისივე თქმით, რუსი ოლიგარქებისთვის მეტი სანქციის დაკისრებაზე ფიქრობენ, რათა რუსული ეკონომიკა შესუსტდეს
"ვფიქრობთ, უფრო მეტ სანქციაზე, რომელიც რუს ოლიგარქებს უნდა დაეკისროთ, რათა რუსული ეკონომიკა შესუსტდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 500 მილიონიანი დახმარების გაცემას ლიდერები დაამტკიცებენ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.