გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა არ იქნება. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ვერსალში ევროკავშირის სამიტზე გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ის, რაც წარსულში გადავწყვიტეთ“,- განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, აუცილებელია ასოციაციების შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც უკრაინამ 2017 წელს გააფორმა.