უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უმკაცრებს სანქციებს.რუსული ბაზარი დატოვა უამრავმა უცხოურმა კომპანიამ, ცნობილმა ბრენდებმა. რუსეთში ბიზნესის კეთებაზე უარს ამბობენ უცხოელი ინვესტორები. ამერიკული საინვესტიციო ბანკის მორგან სტენლის პროგნოზით, აპრილის შუა რიცხვებისთვის რუსეთი შესაძლოა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს. სანქციების გამო რუსეთის საგარეო ვალის გადახდის შანსები მცირდება, რადგან ობლიგაციების ფასები ეცემა და ქვეყანას რეცესია ემუქრება. სააგენტო როიტერმა მოსკოვის ქუჩებში რიგითი მოქალაქეები გამოკითხა და დაინტერესდა როგორ აისახა დასავლეთის მკაცრი სანქციები მათ ცხოვრებაზე.