დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა დაიწყო

10 მარტი 2022, 12:56 760 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასა და რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მე-15 დღეს, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატი ერთმანეთს პირველად ხვდება. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას ანტალიაში მართავენ. მოლაპარაკების პროცესში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც მონაწილეობს.

,,ნოვოსტის'' ცნობით, მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, სავარაუდოდ, საათნახევარს გაგრძელდება, შემდეგ კი თითოეული მინისტრი პრესკონფერენციას გამართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი