ომის მეთხუთმეტე დღე უკრაინაში

10 მარტი 2022, 11:02 673 ნახვა

უკრაინულმა ძალებმა კიევის მისადგომებთან კონტრშეტევა განახორციელეს და რუსი ოკუპანტების 5 ტანკი გაანადგურეს.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო ავრცელებს.  მისი თქმით, გასული ღამე საკმაოდ მძიმე იყო.

უკრაინულმა არმიამ მტრის შეტევა მოიგერია და მისი სამხედრო ტექნიკის ნაწილი გაანადგურა. დილით  კიევის დასავლეთ გარეუბანში საარტილერიო სროლის ხმა ისმოდა. ბრძოლები  ამ დროისთვისაც გრძელდება.

უკრაინის თავდაცვის ძალები კიევის მიმართულებით მტრის გადაადგილების შესაკავებლად ზომებს  ღებულობენ - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზასლუჟნი.

კიევში არსებულ ვითარებაზე ტელეკომპანია სი-ენ-ენის ეთერში უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ ისაუბრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი