რუსულმა ოკუპანტებმა სუმი და ახტირკა ისევ დაბომბეს. ინფრომაციას უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათვე განმარტებით, სამიზნე საცხოვრებელი უბნები და გაზსადენი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა.
ღამით აფეთქების ხმა ისმოდა კიევში, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მთელი ღამე საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობდა ხარკოვსა და ახტირკაში, ასევე მარიუპოლში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ნიკოლაევის დაბომბვას იწყებენ.