ხვალიდან ახალი სატელევიზიო სეზონი იწყება

25 დეკემბერი 2016, 00:00 4985 ნახვა

ხვალიდან ახალი სატელევიზიო სეზონი იწყება. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის განახლებული ეთერის ერთ-ერთი მთავარი სიახლე არხის რებრენდინგია. 26 დეკემბრიდან აჭარის ტელევიზიას ახალი ლოგოტიპი ექნება, შეიცვალა არხის შეფუთვა, ფერი და დიზაინი. განახლებულ ეთერში რამდენიმე ახალი პროექტი იწყება, მათ შორისაა ყოველდღიური საზოგადოებრივი თოქ-შოუ ''ჰეშთეგი'' და გადაცემა ''რჩეული ფრაგმენტები''. ძველი სახელი დაუბრუნდა ''დილის ტალღასაც'', რომელიც განახლებული რუბრიკებით 31 დეკემბერს გავა ეთერში. სიახლეებია ''ახალი ამბების'' სამსახურშიც. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი