ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით განადგურებულია რუსი ოკუპანტების ქვეითთა საბრძოლო მანქანა. შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ლოკაცია და სამხედრო ტექნიკის განადგურების ზუსტი დრო უცნობია.
ვარაუდობენ, რომ მის გასანადგურებლად სარაკეტო კომპლექსი ჯაველინი გამოიყენეს. აშშ-ის შეფასებით, რუსმა სამხედროებმა სამხედრო ტექნიკის 8-10% დაკარგეს, რომლებიც უკრაინაში შეჭრის დროს გამოიყენეს.
დაკარგულ ტექნიკას მიეკუთვნება ტანკები, თვითმფრინავები, არტილერია და სხვა სამხედრო საშუალებები.
რუსეთის ფედერაციის საერთო სამხედრო დანაკარგმა პირად შემადგენლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.