უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მხარეები ექვს ''მწვანე დერეფანზე'' შეთანხმდნენ, საიდანაც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება.
ცეცხლი 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეწყდება.
„დილის 5:30 საათზე რუსეთის ფედერაციიდან მივიღეთ შეტყობინება მანამდე ჩვენს მიერ შეთავაზებული მარშრუტების შესახებ და წითელი ჯვრის შეტყობინება აღნიშნულ მარშრუტებზე თანხმობის შესახებ“, - განაცხადა ვერეშუკმა.
ფუმანიტარული დერეფნები იხსნება შემდეგი მიმართულებით:
ენერგოდარი - ზაპოროჟიე;
სუმი - პოლტავა;
მარიუპოლი - ზაპოროჟიე;
ვოლნოვახა - პოკროვსკი.
უზუმი - ლოზოვაია.
და ასევე კიევის რამდენიმე რეგიონიდან.
გუშინ ევაკუაცია განხორციელდა სუმიდან. იყო შემთხვევა, როცა შემთანხების მიუხედავად რუსმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მოქალქეების წინააღმდეგ ცეცხლი მაინც გახსნეს.