რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში თანხის განაღდებაზე შეზღუდვები დაუწესა

09 მარტი 2022, 09:58 826 ნახვა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოური ვალუტის დეპოზიტებიდან და ანგარიშებიდან თანხების განაღდებაზე შეზღუდვები დააწესა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს ნაღდი ფულის გატანა 10 000 აშშ დოლარამდე შეეზღუდათ.

„რუსეთის ბანკი ადგენს შემდეგ პროცედურას უცხოური ვალუტის დეპოზიტებიდან ან მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხების გაცემისათვის: კლიენტს შეუძლია 10 000 აშშ დოლარამდე თანხის ნაღდი ფულის სახით გატანა, ხოლო დანარჩენი თანხის გატანა - რუბლში ,“- ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი