აშშ უკრაინის უსაფრთხოებისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს

08 მარტი 2022, 20:52 957 ნახვა

აშშ ჰუმანიტარული დახმარების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოებისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს  - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე ვესაუბრე რამდენჯერმე პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ ვატარებთ აქტიურად კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და ვაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას. მე ერთ მილიარდ დოლარს გამოვყოფ უკრაინის უსაფრთხოების მიმართულებით. დახმარება ყოველდღიურად მიემართება აშშ-დან უკრაინაში. ასევე ჩვენი მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას იარაღით. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ წყლითა და საკვებით მომარაგებას, ასევე, სხვადასხვა ჰუმანიტარული ტვირთით მომარაგებას უკრაინელი მოსახლეობისთვის.

აშშ იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინელი ლტოლვილების დაცვის მიმართულებით და დავეხმარებით იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან უკრაინას," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი