25 დეკემბერი პატრიარქის აღსაყდრების დღეა. უკვე 39 წელია ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უძღვება. საზეიმო წირვა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, მეუფე დანიელმა აღავლინა. უწმინდესის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს, უკრაინის ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ონოფრე, დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია. წირვას თავად ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობს გამო არ დასწრებია.