რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში ალბანეთის საელჩოს შენობა დაბომბეს

08 მარტი 2022, 13:05 819 ნახვა

ხარკოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა ალბანეთის საკონსულოს შენობა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათვე განცხადებით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, საკონსულოს თანამშრომლები კი უსაფრთხოდ არიან.

ფაქტი ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო.

ალბანეთი იმყოფება რუსეთის არამეგობრულ ქვეყნების სიაში,რადგან იგი შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი