მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის, სესხებისა და გრანტების სახით 723 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„მსოფლიო ბანკის ჯგუფი იღებს სწრაფ ზომებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად რუსეთის შემოჭრით გამოწვეული ძალადობისა და უკიდურესი შეფერხების ფონზე“, - ნათქვამია ბანკის პრეზიდენტის განცხადებაში.
ბანკში აცხადებენ, რომ ეს თანხა დაეხმარება უკრაინის მთავრობას მნიშვნელოვანი სერვისების უზრუნველყოფაში, მათ შორის საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელფასების, ხანდაზმულების პენსიებისა და სოციალურად დაუცველების პროგრამების დაფინანსებაში .