მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური კორპორაცია, Morgan Stanley, რუსეთის დეფოლტს პროგნოზირებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ეს მოსალოდნელია აპრილის შუა რიცხვებში, როდესაც დასრულდება 2023 და 2043 წლებში დაძველებული დოლარის ობლიგაციების 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი.
"ჩვენ ვხედავთ დეფოლტს, როგორც ყველაზე სავარაუდო სცენარს. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ჩვეულებრივ დეფოლტს ჰგავდეს, ვენესუელა ალბათ ყველაზე შესაფერისი შედარება იქნება"-ნათქვამია განცხადებაში.