უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე განმარტებით, დღევანდელ მოლაპარაკებაზე ჰუმანიტარული კორიდორების გაუმჯობესებისთვის გარკვეული პოზიტივი შეინიშნება.
"დასრულდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. არის გარკვეული პოზიტიური პროგრესი ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებაში. გაგრძელდა ინტენსიური კონსულტაციები მთავარ პოლიტიკურ რეგლამენტზე, ცეცხლის შეწყვეტასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად“, - აღნიშნავს პოდოლიაკი.