რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები

07 მარტი 2022, 19:53 938 ნახვა

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მონაწილეობით უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელოვეჟსკში მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი მიმდინარეობს. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს გაიმართა. ბოლო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება, თუმცა მოლაპარაკების ეს პუნქტი მალევე დაირღვა. 10 მარტს კი ანტალიაში სამმხრივი სამიტი გაიმართება, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიღებენ მონაწილეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი