ომის მე-12 დღე უკრაინაში და სოლიდარობისა და პროტესტის აქციები საქართველოში. ქვეყნის მთავარ გამზირზე ამ წუთებში აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერაა ორგანიზებული, რომლებიც რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას და საქართველოში რუსული მედიის აკრძალვას ითხოვენ. პარალელურად რუსთაველის გამზირზე, უკრაინაში გასაგზავნი ნივთები გროვდება