სოციალური სახლების მშენებლობის პროექტი ბათუმში

07 მარტი 2022, 14:40 1262 ნახვა

4 ახალი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე, რომლის დასრულების შემდეგ 100 ოჯახი მიიღებს ბინას. პროექტის ღირებულება 8 მილიონ  371 ათას 976 ლარია. მშენებლობა 2022 წლის ოქტომბერში დასრულდება.

ბათუმში იაფი საცხოვრისის პროექტის პირველი ეტაპი 2021 წელს დასრულდა და ბინა 40 ოჯახს გადაეცა. დამატებით 40 ოჯახის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. 

პროგრამა გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელთაც არ აქვთ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში