ბრიფინგი ''ქართული ოცნების'' ოფისში

07 მარტი 2022, 15:04 1140 ნახვა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის აღდგენას ეხებოდა.

მისივე განცხადებით, ბაზრის გახსნის შესახებ მოთხოვნა გაიგზავნა 2020 წელს კერძო სექტორის მხრიდან და მას ბოლოდროინდელ მოვლენებთან კავშირი არ აქვს.

მდინარაძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს საქართველოში 2008 წლის სცენარის განმეორება, ჩვენ მათ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას.

" მოთხოვნა რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაიგზავნა 2020 წელს ქართული კერძო კომპანიებისგან. შესაბამისად, ამ განაცხადს ვერც რუსეთ-უკრაინის ომთან და ვერც დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა. გარდა ამისა, ვინც საკითხში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. ამ გარემოებების შესახებ ამომწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ. ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა უტრირების აშკარა მცდელობა, რის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება"- განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი