აზერბაიჯანმა რუსეთში ფრენები შეწყვიტა

07 მარტი 2022, 10:14 572 ნახვა

აზერბაიჯანმა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიაკომპანიებმა აზალმა და ბუტა ეარვეისმა რუსეთში ყველა რეისის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. 

ახლა აზერბაიჯანს არ აქვს  რუსეთის ქალაქებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.

ავიაგადამზიდავმა კომპანიებმა უარი თქვეს რუსეთში ფრენებზე სანქციების გამო, რომლებიც აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დააწესეს. 

აზერბაიჯანულ ავიაკომპანიებს აღარ შეუძლიათ სრულფასოვნად დააზღვიონ თვითმფრინავები რუსეთის საჰაერო მარშრუტებზე. ეს შექმნის რისკებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ავიაკომპანიებისა და სხვა იურიდიული პირებისთვის-აცხადებენ ავიაკომპანია აზალში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი