უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ომის მე-12 დღე

07 მარტი 2022, 10:24 961 ნახვა

ომის მე-12 დღე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ათობით  ბავშვი. ისევ იბომბება უკრაინის  ქალაქები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დილიდან მიმდინარეობდა ნიკოლავეის დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით.

აფეთქებები ისმოდა ლუგანსკში. არსებული ინფორმაციით,  სავარაუდოდ, ქალაქში ნავთობბაზა აფეთქდა, რომელიც, უკვე რამდენიმე წელია, არ მუშაობს. მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.  ცნობილი გახდა, რომ ეუთო-ს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ უკრაინა დატოვა.

გავრცელებული მონაცემებით, კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ორი ქალაქი, ირპინი და ბუჩა რუსული ჯარების ალყაში რჩება, წყლის, საკვების, ელექტროენერგიისა და წასვლის შესაძლებლობის გარეშე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი