"პუმა" რუსული ბაზრიდან გადის

06 მარტი 2022, 13:50 1284 ნახვა

ცნობილი გერმანული სპორტული ეკიპირების კომპანია "პუმა" რუსული ბაზრიდან გადის.

უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გამო "პუმამ" რუსეთის საკალათბურთო ნაკრებთან კონტაქტი გაწყვიტა. უახლეს პერიოდში კი რუსეთის ტერიტორიაზე ყველა მაღაზიას დახურავს და აგრესორს პროდუქციის მიწოდებას შეუწყვეტავს.

გერმანული კომპანია  ასევე დაეხმარება მის უკრიანელ თანამშრომელებს უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანში და დაბინავებაში.

"პუმას" საქველმოქმედო ორგანიზაცია  ფულადი სახსრებით დაეხმარება უკრაინის მთავრობას, მოსახლეობას კი პროდუქტით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ  კიდევ ერთმა გერმანულმა სპორტულმა ეკიპირების კომპანია "ადიდასმა" კონტაქტი გაწყვიტა რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთან და რუსული ბაზრიდან გავიდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში