გარდაცვლილი და დაჭრილი ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, ჩამოშლილი შენობების და განადგურებული ინფრასტრუქტურის ფონზე უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში არაერთი მოქალაქე გაერთიანდა - სოლიდარობის ნიშნად, ქუჩებში, საცხოვრებელ სახლებზე უკრაინის დროშები გამოფინეს. უკრაინის მხარდამჭერ აქსესუარებს შენიშნავთ ავტომობილზებზეც.
მშვიდობიანი მოქალაქეების მხარდასაჭერად მაღაზიების უმეტესობაში სავაჭრო დახლებზე სამოსიც კი უკრაინის დროშის ფერებშია წარმოდგენილი.
დიდება უკრაინას! არა ომს! მშვიდობა ქვეყანას! რუსეთი ოკუპანტია! - ამ წარწერებს არაერთ მისამართზე შენიშნავთ.სავაჭრო ქსელებში მოთხოვნა გაიზარდა უკრაინასთან ასოცირებულ ნივთებზე - დროშებზე, გულსამაგრებზე, მაისურებზე, პირბადეებზე.
ბათუმში არსებულ რამდენიმე ქსელურ ობიექტში გვითხრეს რომ უკრაინის დროშები და გულსამაგრები მარაგიდან უკვე ამოიწურა, მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია პირბადეებზე.