ბოლო 24 საათში ქვეანაში ინფიცირების 3 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 338 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება სკოლებს, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 32 სკოლა იმყოფება, რაც წინა ორი კვირის მაჩვენებელთან შედარებით ასევე შემცირებულია.