აჭარის ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ანზორ ლაზიშვილი ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო. ის დღეს ერთხმად აირჩიეს. არჩევის შემდეგ მან ვიცე - პრეზიდენტებისა და ჭიდაობის ფედერაციის გამგეობის წევრების ვინაობა დაასახელა. ანზორ ლაზიშვილის გეგმებშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგების გაუმჯობესება. მისი განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება სპორტულ ინფრასტრუქტურას დაეთმობა.