ჩვენ არ გვაქვს ცუდი ზრახვები მეზობლების მიმართ - პუტინი 

04 მარტი 2022, 16:26 1176 ნახვა

რუსეთს არ აქვს ცუდი განზრახვები მეზობლების მიმართ, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის ქმედება წარმოიქმნება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ.

''ვურჩევდი, არ გააღვივონ სიტუაცია და არ დააწესონ შეზღუდვები, ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და გავაგრძელებთ მათ შესრულებას.

ჩვენ ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის ან ჩვენი ურთიერთობების გაუარესების აუცილებლობას. ყველა ჩვენი ქმედება და საპასუხო ნაბიჯი წარმოიქმნება ექსკლუზიურად, რომელსაც საფუძვლად ედება რუსეთის წინააღმდეგ გამოვლენილი, მოულოდნელი არამეგობრული ქმედებები"- აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში