ბათუმში აქციაზე დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს

03 მარტი 2022, 20:44 1075 ნახვა

1 მარტს აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებულების პროცესი  28 მარტს განახლდება. ირაკლი კუპრაძის ,  ლევან გორგილაძის და კიდევ 5 მოქალაქის  საქმეზე სხდომა საქმის მასალების განცობის მიზით და  მათივე მოთხოვნით გადაიდო. ხოლო მამუკა შამილაძე  მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.  ადვოკატების განცხადებით,    შინაგან საქმეთა სამინისტრომ  წინასწარი დაკავების პერიოდი 48 საათი  მიზანმიმართულად გაახანგრძლივა, ამის მიუხედავად, მათ  საქმის მასალები დროულად არ გადაეცათ. როგორც ირაკლი კუპრაძემ მოსამართლეს უთხრა,   დროებითი მოთავსების   იზოლატორში დაკავებულებს   ზარების განხორციელების, სახალხო დამცველის წარმომადენელთან შეხვედრის, ასევე უფლებების გაცნობის  შესაძლებლობა არ მიეცათ . სამართალდამცავებმა განმარტეს, რომ 48 საათი ბრალის კვალიფიკაციის დასაზუსტებლად და მტკიცებულებეის შესაგროვებლად დასჭირდათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში