სოლიდარობის აქცია მე-7 დღეა იმართება ბათუმში. მოქალაქეები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას გმობენ.
მოვლენების ეპიცენტრი ევროპის მოედანია, სადაც დღეს შეკრებილმა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებმა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, რადგან გუშინდელ აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობასთან გაგრძელდა რამდენიმე აქტივისტი და პარტიის წევრი დააკავეს.