საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

23 დეკემბერი 2016, 00:00 2840 ნახვა

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა. მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და შვილი ესწრებოდნენ. მემორიალის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმრები სერჟანტთა მომზადების ცენტრის ძირითადი და შუალედური სასწავლო კურსების გამოშვების ღონისძიებას დაესწრნენ.

ამავე კატეგორიაში