სანქციები რუსი სპორტსმენების მიმართ

02 მარტი 2022, 10:30 771 ნახვა

მსოფლიოს სპორტული სამყარო კვლავ განაგრძობს სანქციების დაწესებას რუსი სპორტსმენების მიმართ. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსული გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა. ფიბა სპეციალურ განცხადებაში იშველიებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციას რუსული გუნდების სრულ იზოლაციაზე.

დღეიდან რუსული გუნდები, კლუბები და ნაკრებები გარიცხეს ფიბას ეგიდით გასამართი ყველა ტურნირიდან, ასევე სამი სამზე კალათბურთის საერთაშორისო ტურნირებიდანაც. სანქცია შეეხო ასევე რუსული კალათბურთის ოფიციალურ პირებსაც.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტი ქვეყანა ხელბურთიდან და ფრენბურთიდანაც მოკვეთეს.

მძლეოსნობაში მსოფლიოს მმართველმა ორგანიზაციამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები განუსაზღვრელი ვადით მოკვეთა. ინფორმაცია World Athletics-მა ოფიციალურად დაადასტურა.

მიმდინარე თვეში მძლეოსნობაში სერბეთმა აღნიშნული ორგანიზაციის ტურნირს უნდა უმასპინძლოს, თუმცა მასში მონაწილეობას რუსები და ბელარუსები ვერ მიიღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი