უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა საქართველოს პარლამენტში.
სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.
დონაციის აქცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა.