გმირთა ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრადიციული საახალწლო ნაძვის ხის ბაზრობა გაიხსნა. ნაძვის ხის ფასი 15- 20 ლარიდან იწყება და ზომების მიხედვით იმატებს. ნაძვის ხე ძირითადად ბუნებრივი ტოტებისგანაა დამზადებული. საახალწლო აქსესუარების ვაჭრობა 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            