შეთანხმება ხელისუფლებასთან იმაზე, რომ საქართველოდან მოხალისეები უკრაინაში გაემგზავრებოდნენ არ ყოფილა - უკრაინის ელჩი

02 მარტი 2022, 10:16 756 ნახვა

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვის განცხადებით, შეთანხმება ხელისუფლებასთან იმის თაობაზე, რომ საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრება მოხდებოდა არ ყოფილა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა.

დოლგოვი ამბობს, რომ მსგავსი საკითხები ტელეფონით არ განიხილება, სწორედ ამიტომ ის კონსულტაციებზე გაიწვიეს.

"მათ განაცხადეს, რომ ხელს არ შეუშლიან მოხალისეების გამგზავრებას სურვილის შემთხვევაში, თუმცა თვითმფრინავის თაობაზე შეთანხმება არ ყოფილა.

არავის არაფერი აუკრძალავს, მათ შორის არც ექიმების გამგზავრებასთან დაკავშირებით, საუბარი იყო იმაზე, რომ, ვერ მივიღეთ თანხმობა ჩარტერული რეისის დანიშვნაზე თბილისიდან. სხვა მხრივ პრობლემა არ არის ვისაც სურვილი აქვს და შესაძლებლობა სხვადასხვა გზებით მიდიან  დასახმარებლად.

ჩვენ მადლიერი ვართ იმ დახმარების, რომელიც მივიღეთ საქართველოდან და მადლიერი ვიქნებით, ნებისმიერი იმ დახმარებისთვის, რომელიც დაგვეხმარება ომის მოგებაში"- განაცხადა იგორ დოლგოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი