637 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

01 მარტი 2022, 20:39 1318 ნახვა

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა.

შედეგები ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რეზოლუციას 676 წევრიდან 637-მა მხარი დაუჭირა, 13 წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 26-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მიღებული რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებს და კავშირის წევრ ქვეყნებს გაეგზავნებათ. დოკუმენტი ასევე გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც, ევროკავშირმა განაცხადის განხილვის პროცედურა დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი