ოკუპანტებს ხარკოვში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის გამო, აუცილებლად მოუწევთ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენა - ზელენსკი 

01 მარტი 2022, 14:23 1012 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვში განხორციელებულ დაბომბვას სამხედრო დანაშაულად აფასებს - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ოკუპანტებს, ხარკოვში, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის გამო, აუცილებლად მოუწევთ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენა.

„ეს მკაფიოდ სამხედრო დანაშაულია. მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი ზონა. არავითარი სამხედრო დაწესებულებები. ათობით მოწმემ აღბეჭდა მტკიცებულება, რომ ის არ იყო ერთეული შეცდომითი გასროლა, არამედ გაცნობიერებულად ხალხის განადგურება. რუსებმა იცოდნენ, თუ სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად გაიმართება საერთაშორისო ტრიბუნალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ხარკოვში კასეტური ბომბების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა, რასაც ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი.

„ქვეყანა, რომელიც მოქალაქეთა მიმართ სამხედრო დანაშაულს სჩადის, არ შეიძლება, იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი. ამ ქვეყნისთვის მსოფლიოს ყველა პორტი, არხი, აეროპორტი უნდა დაიხუროს. ასეთი ქვეყანა არ უნდა იღებდეს ათასობით მილიარდს ენერგორესურსების ექსპორტით. ახლა, რუსული საქონლის შეძენა ნიშნავს ადამიანების მკვლელობაში ფულის გადახდას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი