უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

01 მარტი 2022, 14:40 1089 ნახვა

ბოდიშით დაიწყეს დეპუტატებმა სხდომა უმაღლეს საბჭოში, გუშინდელი დაპირისპირების გამო.

დღეს აჭარის საკანომდენლო ორგანოში საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა, სადაც რეზოლუციის შესახებ იმსჯელებს, რომლის ინიციატორი ნაციონალური მოძრაობაა.

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით სხდომაზე ხმაური იყო, ოპოზიცია მისი  დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს, ქართული ოცნება კი მიიჩნევს, რომ  საკითხმა უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები.

17 მარტს კი საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა გაიმართება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში