ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

01 მარტი 2022, 10:57 1032 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს 1 მარტს 16:00 საათზე საიტ: biletebi.ge -ზე დაიწყება.

ბილეთის ფასი 5,10 და 25 ლარი იქნება. სტადიონი სალაროებში კი ბილეთების რეალიზაცია ხვალ დაიწყება.

ორი "დინამოს" დერბი ბათუმში 4 მარტს 20:30 საათზე შედგება.
პირველი ტურის შემდეგ ორივე გუნდი 3-3 ქულით სატურნირო ცხრილში სათავეშია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში