მე არ ვარ „ც“- მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც პრემიერ-მინისტრი აჟღერებს - თეა წულუკიანი 

28 თებერვალი 2022, 14:17 1369 ნახვა

მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ მინისტრი - ამის შესახებ თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში რაც ხდება ამის გაჩერება საეჭვოა შეძლოს იმ სანქციებმა, რომელიც ამუშავდა.

წულუკიანი ამბობს, რომ ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს მართოს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული.

მან უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებით აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

„დღეს ევროპაში ომია. ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს პირველ რიგში ჩვენი ხალხისა და იმ მომავალი თაობების ინტერესიდან, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი და ახლა ყველაფერ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და, რაც მთავარია, არ იყოს ომი, იმიტომ რომ ომზე დიდი საშინელება არ არსებობს“, - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის არის  პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ამ მთავრობაში ვიცე-პრემიერი და, რა თქმა უნდა, მე არ ვარ "ც". მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

"რაღაცა ძალიან ცუდად ახსენებთ ამ "ც"-ს. მე ვარ ამ მთავრობის წევრი, მე ვარ ამ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ამ მთავრობაში ვიცე-პრემიერი და, რა თქმა უნდა, მე არ ვარ "ც". მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამბობს მარტივ რამეს, რომ ის მასშტაბი ომის, რაც გაიშალა, სამწუხაროდ, ჩვენს კონტინენტზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინაში, ამის გაჩერება საეჭვოა, შეეძლოს იმ სანქციებს, რომელიც ამუშავდა, საეჭვოა, ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში