ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს

28 თებერვალი 2022, 13:20 1106 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირს ქვეყნის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს. 

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ტელეფონით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ვონ დერ ლეიენს ელაპარაკა - მათ შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. 

უკრაინა გვერდში დგომისთვის პარტნიორებს მადლობას უხდის, თუმცა ზელენსკის თქმით, მათი მიზანი ევროპელებთან ერთად ყოფნაა.

"ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ყველასთვის, ყველას სიცოცხლისთვის, ბავშვებისთვის, თანასწორობისთვის, დემოკრატიისთვის. ეს გვაძლევს სრულ უფლებას, გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ ჩართოს უკრაინა გაერთიანებაში, სპეციალური ახალი პროცედურებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ და რომ ყველაფერი შესაძლებელია". - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ბრიფინგზე მოსახლეობასაც მიმართა.

„როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, რადგან ყველა ჩვენგანი ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს სახელმწიფოზე - ჩვენს ლამაზ უკრაინაზე. ახლა კი, ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია და თავის წილ ბრძოლაშია ჩართული. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი