უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები

28 თებერვალი 2022, 12:05 936 ნახვა

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის განცხადებით, შეხვედრა მხარეებს შორის მოსკოვის დროით 12 საათზე დაიწყება. 

მედინსკი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მრჩეველია და ამბობს, რომ  ვერ გაამჟღავნებს მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის შემადგენლობას, თუმცა ეს საკმაოდ მაღალი რანგის  წარმომადგენლები იქნებიან.  მედინსკიმ განაცხადა, რომ  უკრაინამ მოლაპარაკებების ადგილად გომელის ოლქი დაასახელა.

კრემლის პრეს-სპიკერის განცხადებით,  უკრაინა მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას  ზელენსკის ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დათანხმდა. 

ორმხრივი შეხვედრა  საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ალექსანდროვკა-ვილჩში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში