შარლ მიშელი უკრაინელი ხალხის მიმართ ვიდეო მიმართვას ავრცელებს

28 თებერვალი 2022, 10:09 999 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინელი ხალხის მიმართ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ  იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი უკრაინის  ჯარებისკენ მიდის.  მიშელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა, პარტნიორებთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად ომის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კოალიციის მობილიზება მოახდინა.

“ჩვენ, ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, გადავწყვიტეთ უპრეცედენტო სანქციები დაგვეწესებინა რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. მათ შორის ვლადიმირ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ. ჩვენ მიზანში გვყავს ოლიგარქებიც, რომლებიც მათ მხარს უჭერენ.

ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვთიშავთ რუსეთსა და მის ეკონომიკას საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან. ეს სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის უნარს მოქმედებდეს გლობალურად. ჩვენ ასევე ვხურავთ ევროპის საჰაერო სივრცეს რუსული ავიახაზებისთვის. და ჩვენ უფრო შორს წავალთ,” - აცხადებს მიშელი.

"ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, რუსეთმა სასტიკი, ველური ომი წამოიწყო, რომელიც საზიზღარ ტყუილებს ეფუძნება და თქვენ - უკრაინელი ხალხი - ხართ ამ უგუნურების უდანაშაულო მსხვერპლი, ამ ტყუილების. ეს არის კრემლის ომი. პუტინის ომი და არა რუსი ხალხის ომი.“  - აცხადებს შარლს მიშელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი