აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ემოციური მიმართვა უკრაინელ ხალხს პირდაპირ ეთერში

27 თებერვალი 2022, 23:42 6190 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, გიორგი წეროძემ, საკმაოდ რთული პირდაპირი ეთერის დასრულების წინ უკრაინელ ხალხს მათივე ენაზე მიმართა:

„ძვირფასო უკრაინელებო, მე გიორგი წეროძე ვარ, ჟურნალისტი საქართველოდან. ახლა, როგორც არასდროს მე გიჭერთ მხარს.

ახლა, როგორც არასდროს, მიყვარხართ თქვენ.

ახლა, როგორც არასდროს, მინდა ვიყო თქვენთან ერთად.

ჩვენ კარგად ვიცით რა არის ოკუპაცია, რა არის "რუსული სამყარო", როგორია როცა ორკები ყველა მხრიდან გიტევენ. მე მჯერა რომ უკრაინის არმია და უკრაინელი ერი საკადრის პასუხს გასცემს და კბილებში მოარტყამს მუშტს ოკუპანტებს.

ქართველი ერი ყოველთვის იყო და იქნება თქვენს გვერდით. ახლა ყველა ფრონტზე იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები, ჩემი მეგობრები. ასევე ჩემი უკრაინელი მეგობრები იბრძვიან ყველა მიმართულებით.

მე მჯერა რომ ჩვენი ერთობა საუკუნოდ დაამარცხებს მოსკოვის იმპერიას. დღეს თქვენ არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს გადასარჩენად იბრძვით. გაუფრთხილდით თავს. მჯერა რომ მალე ერთად აღვნიშნავთ გამარჯვებას, გამარჯვებას ფაშისტური რუსეთის წინააღმდეგ“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი